,,ბნელი ფენიქსი” – ქსელში ახალი ტრილოგიის ტრეილერი გავრცელდა (ვიდეო)

,,ბნელი ფენიქსი” – ქსელში ახალი ტრილოგიის ტრეილერი გავრცელდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 27, 2018

,,ბნელი ფენიქსი” ასე ჰქვია ახალი ტრილოგიის პირველ ნაწილს, რომელიც ,,მარველის” ,,იქს-ადამიანების” კომიქსების მიხედვით შექმნილი ფრენჩაიზის მე–12 სურათი იქნება.

ფილმი, რომელიც დიდ ეკრანებზე 2019 წლის 14 თებერვლიდან გამოჩნდება, ჯინ გრეის პერსონაჟის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც GOT-ის ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი, 22 წლის სოფი ტერნერი განასახიერებს.

კინოსურათში ასევე: ჯეიმს მაკევოი, მაიკლ ფასბენდერი, ჯენიფერ ლოურენსი, ნიკოლას ჰოლტი და  ჯესიკა ჩესტეინი მონაწილეობენ.

სიუჟეტის მიხედვით, ჯინ გრეი ბავშვობიდან ტელეკინეზურ და ტელეპათიურ შესაძლებლობებს ფლობს. ის ახალი ძალის განვითარებას იწყებს, რომელიც საშუალებას აძლევს ბნელ ფენიქსად გადაიქცეს. იქს-ადამიანებმა კი უნდა გადაწყვიტონ, რომელი უფრო ღირებულია, მეგობრის სიცოცხლე თუ დანარჩენი დედამიწა.

კინოსურათი საიმონ კინბერგიმ გადაიღო, რომლისთვისაც ,,ბნელი ფენიქსი” სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ფილმის სცენარისტი და პროდიუსერიცაა.