ბლეიკ ლაივლიმ გადაღებებზე სერიოზული ტრავმა მიიღო

ბლეიკ ლაივლიმ გადაღებებზე სერიოზული ტრავმა მიიღო
შოუბიზნესი / დეკემბერი 5, 2017

ფილმ The Rhythm Section-ის გადაღებები ამ დროისთვის შეჩერებულია. მიზეზად ბლეიკ ლაივლის სერიოზული ტრავმა სახელდება.

სწორედ ლაივლი ასრულებს მასში მთავარ როლს. ცნობილი ხდება, რომ ვარსკვლავს ხელი დაუზიანდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება გადაღებები, მანამდე კი ინფორმაცია მსახიობის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ვეცდებით, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ გადაღების გრაფიკს“, – ნათქვამია მასში.

შეგახსენებთ, რომ გადაღებები დუბლინში მიმდინარეობდა. ლაივლის მასში პარტნიორობას ჯუდ ლოუ უწევს. ფილმის პრემიერის თარიღად კი 2019 წლის 22 თებერვალი სახელდება.

საკვანძო სიტყვები