ბლეიკ ლაივლი ტყის პრინცესას შეადარეს (ფოტო)

ბლეიკ ლაივლი ტყის პრინცესას შეადარეს (ფოტო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 25, 2018

ბლეიკ ლაივლი, რომელიც ფილმის A Simple Favor მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, ამ დღეებში პარიზში ჩავიდა და საპრემიერო ჩვენების დასრულების შემდეგ, ,,დიორის” ჩვენებას დაესწრო.

ფრანგული მოდის სახლის შოუზე მისული ამერიკელი მსახიობი, ბლეიკ ლაივლი ტყის პრინცესას შეადარეს.

ფოტოებიდან, რომლებიც წითელ ხალიჩაზეა გადაღებული ჩანს, რომ მსახიობმა ჩვეულ სტილს უღალატა და მამაკაცის კოსტიუმის ნაცვლად, ბრენდის სამოსი მოირგო.

კაბა, რომლითაც რაიან რეინოლდსის მეუღლე საღამოზე მივიდა, თაყვანისმცემლებმა უცნაურად მიიჩნიეს. ,,თუმცა, ეს უკეთესია, ვიდრე უაზრო პიჯაკები”, – დასძინეს ინტერნეტში.

 

 შეგახსენებთ, რომ ,,ემილის საიდუმლო” ბლეიკ ლაივლისა და ანა კენდრიკის მონაწილეობით 14 სექტემბერს გამოვიდა.