ბლეიკ ლაივლი „ინსტაგრამზე“ რაიან რეინოლდსის გამომწერი აღარ არის

ბლეიკ ლაივლი „ინსტაგრამზე“ რაიან რეინოლდსის გამომწერი აღარ არის
შოუბიზნესი / მაისი 2, 2018

ბლეიკ ლაივლის „ინსტაგრამის“ პირადი გვერდიდან ყველა ფოტო გაქრა. მსახიობმა ყველა გამომწერიც გააუქმა, მათ შორის მეუღლე – რაიან რეინოლდსიც.

ამჟამად კი ბლეიკი 36 ადამიანის გამომწერია, რომელთა სახელიც ემილი ნელსონია. გაჩნდა იდუმალი წარწერაც: „რა დაემართა ემილის?“ აღსანიშნავია, რომ ბლეიკის ექაუნთი არ არის გატეხილი.

როგორც გაირკვა, პროფილის „გაწმენდა“ პრომოაქციას უკავშირდება მისი ახალი ფილმის „უბრალო თხოვნა“ მხარდასაჭერად. ემილი ნელსონი კი ფილმის მთავარი პერსონაჟია, რომლის როლსაც სწორედ ლაივლი ასრულებს.

ფილმი დიდ ეკრანებზე სექტემბერში გამოვა.

საკვანძო სიტყვები