BlackBerry Key2 ფიზიკური კლავიატურით ოფიციალურად გამოვიდა

BlackBerry Key2 ფიზიკური კლავიატურით ოფიციალურად გამოვიდა
Hi Tech / ივნისი 8, 2018

კომპანია BlackBerry-მ უახლესი სმარტფონი Key2 წარმოადგინა. სიახლეს 4,5 დიუიმიანი ეკრანი აქვს, რომელიც Glass Gorilla 3-ის დამცავი მინით არის დაფარული. დისპლეის ქვემოთ განთავსებულია ფიზიკური QWERTY  კლავიატურა, რომელიც განათებით არის აღჭურვილი და რომელზეც 35 ღილაკია განთავსებული.

ისევე, როგორც ადრე, თითის ანაბეჭდის სკანერი ადგილის გამოტოვების ღილაკთან მდებარეობს.

არსებობს ასევე ცალკე Speed Key, რომელიც აპლიკაციებთან და იმ ფუნქციებთან უმოკლეს წვდომას განაპირობებს, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად იყენებს.

სიახლე მთელს მსოფლიოში გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა და 650 ევრო ეღირება.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები