ბიონსესა და ჯეი-ზის რომანტიკული დასვენება იახტაზე (ფოტო)

ბიონსესა და ჯეი-ზის რომანტიკული დასვენება იახტაზე (ფოტო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 22, 2017

მიუხედავად პრესაში მუდმივად გავრცელებული ჭორებისა ბიონსესა და ჯეი-ზის დაშორების შესახებ, წყვილი მუდმივად ამტკიცებს, რომ მათ ოჯახურ იდილიას საფრთხე არ ემუქრება.

მომღერლის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ფოტოები, რომლებიც წყვილის რომანტიკული დასვენების დროს, იახტაზე არის გადაღებული.

ფოტოებზე მუსიკოსები ბედნიერად გამოიყურებიან. იმის მიუხედავად, რომ დედა სამი თვის წინ გახდა, ბიონსემ შეძლო ზედმეტი კილოგრამების დაკლება და ძველი ფორმების დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ ტყუპები, რუმი და სერი ვარსკვლავებს ივნისში შეეძინათ. მათ გარდა მუსიკოსებს 5 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი ჰყავთ.

საკვანძო სიტყვები