ბიონსესა და ჯეი–ზის ერთობლივი ტურნე ივნისში დაიწყება

ბიონსესა და ჯეი–ზის ერთობლივი ტურნე ივნისში დაიწყება
შოუბიზნესი / მარტი 14, 2018

მას შემდეგ, რაც ბიონსეს რეზონანსული ალბომი Lemonade გამოვიდა, მედია გამუდმებით მასსა და მის მეუღლეს, ჯეი-ზის შორის არსებულ კრიზისზე წერს. 2017 წლის ბოლოს, რეპერმა აღიარა, რომ ცოლს უღალატა, თუმცა მან დააზუსტა, რომ მან და ბიონსემ ოჯახის შენარჩუნება შეძლეს. ამ ფაქტის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად კი, ვარსკვლავური წყვილი ერთობლივ ტურნეში – On the Run II წავიდა.

ტურნეს მხარდასაჭერად, მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც საოჯახო არქივის შავ-თეთრი კადრებით არის გაწყობილი. ერთ დღე-ღამეში კლიპმა 6 მილიონი ნახვა მოაგროვა.

პირველი კონცერტი 6 ივნისს კარდიფში არის დაგეგმილი. ევროპის ფარგლებში კი,  მუსიკოსები დიდ ბრიტანეთს, ჰოლანდიას, დანიას, შვედეთს, გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, იტალიასა და ესპანეთს ესტუმრებიან, რომლის შემდეგაც ისინი აშშ-სა და კანადაში გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ ბიონსე და ჯეი ზი ერთად 2002 წლიდან არიან. 2008 წელს მათ უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი შეეძინათ, გასული წლის ივნისში კი ქვეყანას ტყუპები: სერი და რუმი მოევლინენ.

A post shared by Beyoncé (@beyonce) on

საკვანძო სიტყვები