ბიონსე ფესტივალ Coachella-ს ისტორიაში შევა

ბიონსე ფესტივალ Coachella-ს ისტორიაში შევა
შოუბიზნესი / იანვარი 10, 2017

ბიონსე თანამედროვე ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის ანგარიშზე უამრავი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოა, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შეივსება – წლევანდელ „გრემიზე“ მომღერალი 9 ნომინაციაზეა წარდგენილი.

ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ბიონსე ფესტივალ Coachella-ს ისტორიაში შევა. ყველაფერი კი იმის დამსახურებით, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, ვარსკვლავი ფესტივალის პირველი ჰედლაინერი ქალია. აქამდე ეს რეკორდი ბიორკს ეკუთვნოდა.

ბუნებრივია, წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერი კვლავ ბიონსე იქნება. მასთან ერთად Coachella-ზე კენდრიკ ლამარი და ჯგუფი Radiohead გამოვლენ.

 

საკვანძო სიტყვები