ბიონსე და ბლუ აივი საცეკვაო შოუს დაესწრნენ (ფოტოები)

ბიონსე და ბლუ აივი საცეკვაო შოუს დაესწრნენ (ფოტოები)
შოუბიზნესი / მარტი 20, 2017

ბიონსე, რომელიც სულ მალე ტყუპების დედა გახდება, ამ დღეებში ქალიშვილთან ერთად Alvin Ailey American Dance Theater-ის კონცერტს დაესწრო. საკმაოდ წამოზრდილ მუცელს მომღერალმა ხაზი თეთრი მომდგარი კაბით გაუსვა, ზემოდან კი ვარდისფერი ქურთუკი ეცვა. ამავე ფერთა გამაში იყო გამოწყობილი ბლუ აივიც, რაც დედა-შვილის ერთგვარ ტენდენციად იქცა.

ბიონსეს ორსულობის შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა. ექიმების დაჟინებული მოთხოვნით,  პატარაების დაბადებამდე კარიერული აქტივობებისგან მან თავი უნდა შეიკავოს.


საკვანძო სიტყვები