Billboard-მა გასული წლის უმდიდრესი მუსიკოსები გამოავლინა

Billboard-მა გასული წლის უმდიდრესი მუსიკოსები გამოავლინა
შოუბიზნესი / ივლისი 14, 2017

ჟურნალმა Billboard გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები გამოავლინა. პირველ ადგილზე ბიონსე გავიდა, რომელმაც 62,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე ჯგუფი  Guns N’ Roses 42,3 მილიონით განთავსდა,

მესამეზე კი ბრიუს სპრინგსტინი 42,2 მილიონით.

შემდეგ პოზიციებზე განთავსდნენ: დრეიკი 37,3 მილიონით,

ადელი 37 მილიონით, Coldplay 32,3 მილიონით

და ჯასტინ ბიბერი 30,5 მილიონით.

საუკეთესო ათეულს ლუკ ბრაიანი (27,3 მლნ.), კანიე უესტი (26,1 მლნ.) და კენი ჩესნი (25,4 მლნ.) ხურავენ.