ბიბი რექსას სიგიჟე და ჰელსის აწყვეტა MTV Europe Music Awards-ის სცენაზე

ბიბი რექსას სიგიჟე და ჰელსის აწყვეტა MTV Europe Music Awards-ის სცენაზე
შოუბიზნესი / ნოემბერი 5, 2018

ბიბი რექსა და ჰელსი MTV Europe Music Awards სტუმრობდნენ. ამერიკელი ვარსკვლავები, რომლებიც თანამედროვე მუსიკალურ სამყაროს კიდევ უფრო აქტიურად შეუერთდნენ, Bizkaia Arena-ზე ცალკე პერფორმანსით წარდგნენ. აღსანიშნავია, რომ მომღერლებს თავი არ დაუზოგავთ იმისთვის, რომ წლევანდელი დაჯილდოების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებში მოხვედრილიყვნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს შეძლეს, რადგან ორივე სცენაზე შთამბეჭდავი შოუთი გამოვიდა.

ბიბი სცენაზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაგიჟდა. წითელ კოსტიუმში გამოწყობილმა რექსამ სიმღერა I’m a Mess ცოცხლად შეასრულა და ათობით მოცეკვავესთან ერთად ეპიკური ქორეოგრაფია შემოგვთავაზა.

 

View this post on Instagram

 

@beberexha took on the #MTVEMA stage with a 💯 dancers in this emotionally epic performance!! ❤️

A post shared by MTV EMA (@mtvema) on

ემოციური იყო ჰელსის გამოსვლა. 24 წლის შემსრულებელმა Without Me შუშის საკანში, ჯაჭვით დაბმულმა შეასრულა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მუსიკოსს წყლის წვეთები ასველებდა. ეფექტური აღმოჩნდა წარმოდგენის კულმინაცია, როცა მან ჯაჭვი აიწყვიტა და საკნიდან გათავისუფლდა. საინტერესოა, რომ ჰელსიმ ახალი სინგლი ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად იმღერა.

,,ემტივი ევროპის მუსიკალური დაჯილდოების” ცერემონიალი ესპანეთში, რამდენიმე საათის წინ დასრულდა.