ბიბი რექსა და დუა ლიპა ერთად გაერთნენ – გოგონებმა ვალე შეასრულეს (ვიდეო)

ბიბი რექსა და დუა ლიპა ერთად გაერთნენ – გოგონებმა ვალე შეასრულეს (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 6, 2018

ბიბი რექსა და დუა ლიპა MTV Europe Music Awards-ის საპატიო სტუმრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავების გზები აქამდეც გადაკვეთილა, გოგონების მეგობრობის გასამტკიცებლად ამერიკელმა მომღერალმა თავისი ინგლისელი კოლეგა სასტუმროს ნომერში დაპატიჟა და მასთან ერთად მხიარული დრო გაატარა.

Bizkaia Arenaze-ზე გამართული შთამბეჭდავი პერფორმანსის შემდეგ, ბიბიმ ,,ინსტაგრამზე” სახალისო ვიდეო ატვირთა. ვიდეოში რექსა მეგობრებთან და დუა ლიპასთან ერთად ბედ ბანისა და დრეიკის დუეტზე Mia ცეკვავს. ისინი ტრადიციულ ალბანურ ცეკვას ასრულებენ.

ვიდეოში ჩანან ასევე ლიპას პატარა და-ძმა, რომლებიც EMAs უფროს დასთან ერთად ესწრებოდნენ.

,,გუშინდელი ღამის საუკეთესო ნაწილი ახალი მეგობრების შეძენა და ჩემს ნომერში ვალეს ცეკვა იყო”, – წერია პოსტის აღწერაში.

 

View this post on Instagram

 

The best part of last night was making new friends and dancing valle in my hotel room cc: @dualipa 💕

A post shared by Bebe Rexha (@beberexha) on

საკვანძო სიტყვები