BET Hip Hop Awards-ზე ლილ უეინს სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ

BET Hip Hop Awards-ზე ლილ უეინს სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 9, 2018

6 ოქტომბერს, მაიამი ბიჩზე, BET Hip Hop Awards გაიმართა. დაჯილდოება, რომელზეც საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, პროდიუსერებსა და მუსიკალური ვიდეოების რეჟისორებს ავლენენ, Black Entertainment Television-ის ეთერში 16 ოქტომბერს გავა.

ნომინანტთა სიას წელს დრეიკი ლიდერობს, რომელიც 11 ჯილდოს მოპოვებას შეეცდება.

10 კატეგორიაშია წარდგენილი ქარდი ბი, რომელსაც Childish Gambino 6, ტრევის სკოტი და კენდრიკ ლამარი 5 და ,,კარტერები” 4 ნომინაციით მოჰყვებიან.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიალზე ლილ უეინს სპეციალურ ჯილდოს I Am Hip Hop Icon გადასცემენ, რომელიც სხვდასხვა დროს LL Cool J-იმ, სნუპ დოგმა და სხვებმა მიიღეს.

საღამოს ამერიკელი კომიკოსი, დერეი დევისი წაიყვანს.