ბერლინში ჯონ ლენონის დღიური იპოვეს

ბერლინში ჯონ ლენონის დღიური იპოვეს
შოუბიზნესი / ნოემბერი 22, 2017

ბერლინში ჯონ ლენონის დღიური იპოვეს. ლეგენდარული The Beatles-ის ერთ-ერთი დამაარსებლის პირად ნივთებს გერმანული პოლიციის თანამშრომლები ჩხრეკვის დროს გადააწყდნენ. გამოცემა “Deutsche Welle”-ს ცნობით, ლენონის საკუთრება ერთ-ერთ მამაკაცს აღმოაჩნდა და ის მათ შავ ბაზარზე გაყიდვას გეგმავდა. როგორც ჩანს, გერმანელმა ლენონის პირადი ნივთები მის ქვრივს იოკო ონოს 2006 წელს მოპარა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მეორე ეჭვმიტანილიც არსებობს და პოლიცია ამჟამად მის დაკავებაზე მუშაობს. რაც შეეხება ნაპოვნი საგნების ღირებულებას, ექსპერტების აზრით, საუბარი ათიათასობით ფუნტ სტერლინგზეა.

 

საკვანძო სიტყვები