ბერა ივანიშვილმა „Parlez Vous Français“-ის აკუსტიკური ვერსია წარადგინა, სადაც ვიოლინოზე უკრავს (ვიდეო)

ბერა ივანიშვილმა „Parlez Vous Français“-ის აკუსტიკური ვერსია წარადგინა, სადაც ვიოლინოზე უკრავს (ვიდეო)
შოუბიზნესი / ოქტომბერი 17, 2017

„Parlez Vous Français“ ბერა ივანიშვილის ახალი ვიდეოა, რომელსაც იუთუბზე უამრავი ნახვა დაუგროვდა. შემსრულებელმა ახლახან ამავე სიმღერის აკუსტიკური ვერსია განათავსა. კლიპში ის ვიოლინოსა და გიტარაზე უკრავს.

ვიდეორგოლს, ძირითადად, უცხოენოვანი მსმენელი აკომენტარებს. ერთ-ერთი წერს, რომ ბერას ამ ფრანგულონოვანმა სიმღერამ ფრანგული ენის უკეთ შესწავლა მოანდომა.

„ღმერთო, ძალიან კარგად გამოიყურება, როცა ვიოლინოზე უკრავს“, „ეს ახალი ედ შირანია?“, „ასე რა, ბერა, რეპზე კარგად გამოგდის, მშვენიერი ჰანგებია“, აღნიშნულია კომენტარებში.

ვიდეო „იუთუბზე“ 13 ოქტომბერს განთავსდა და უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

საკვანძო სიტყვები