ბენედიქტ კამბერბეტჩი თანამედროვე გრინჩს გაახმოვანებს (ვიდეო)

ბენედიქტ კამბერბეტჩი თანამედროვე გრინჩს გაახმოვანებს (ვიდეო)
შოუბიზნესი / ივნისი 15, 2018

სტუდიებმა Illumination და Universal Pictures მულტფილმ „გრინჩის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნეს.

მთავარ გმირს ბენედიქტ კამბერბეტჩი ახმოვანებს. სიუჟეტის მიხედვით, გრინჩი ხმაურიან ქალაქ კტოგრადში ცხოვრობს, სადაც შობას განსაკუთრებული ჟრიამულითა და სიხცარულით აღნიშნავენ. თავად კი, ამ ზეიმში არასოდეს მონაწილეობს. ერთხელაც გადაწყვეტს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები ამ დღესასწაულის გარეშე დატოვოს, თუმცა გზად მას პატარა, კეთილი გოგონა შეხვდება.

მულტფილმის პრემიერა საშობაოდ, 27 დეკემბრისთვის იგეგმება.

საკვანძო სიტყვები