ბელა ჰადიდს The Weeknd-მა ხელი სთხოვა (ვიდეო)

ბელა ჰადიდს The Weeknd-მა ხელი სთხოვა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2018

9 ოქტომბერს, ბელა ჰადიდი 22 წლის გახდა. სადღესასწაულო საღამო მოდელს ბოიფრენდმა, The Weeknd-მა მოუწყო.

ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ვარსკვლავური წყვილის მეგობრებმა გადაიღეს, ჩანს, რომ მოდელს ხელში სასაჩუქრე ყუთი უჭირავს და კანადელ მუსიკოსს ეხუტება.

მედიაში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ 28 წლის მომღერალმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბელას სიხარული მოულოდნელმა სიურპრიზმა გამოიწვია.

 

View this post on Instagram

 

😭😭😭❤️ @bellahadid @theweeknd #bellahadid

A post shared by Bella Hadid Updates (@bhadidnews) on

აღსანიშნავია, რომ საღამოზე წყვილი ერთმანეთის მიმართ გრძნობებს არ მალავდა და ბედნიერებისგან ბრწყინავდა.

 

View this post on Instagram

 

happy birthday Angel 🖤❤️

A post shared by The Weeknd (@theweeknd) on

შეგახსენებთ, რომ ჰადიდი და უიქენდი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში გავრცელდა, თუმცა მიმდინარე წლის მაისში ისინი კვლავ ერთად გამოჩნდნენ.

საკვანძო სიტყვები