ბეისბოლისტის სიურპრიზი მომღერალს – ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესი გააოგნა

ბეისბოლისტის სიურპრიზი მომღერალს – ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესი გააოგნა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 17, 2018

ალექს როდრიგესმა ,,ინსტაგრამზე” ემოციური პოსტი გააზიარა. 43 წლის ბეისბოლისტმა ჯენიფერ ლოპესის პოსტერი გამოაქვეყნა, რომელსაც თავად ჯეი ლოს მინაწერი ,,ალექსს” ამშვენებს.

აღმოჩნდა, რომ ლოპესმა თავის ამჟამინდელ რჩეულს ავტოგრაფი წლების წინ მისცა.

,,თითქმის 20 წლის წინ, მსოფლიო დონის პოპ ვარსკვლავმა ახალგაზრდა ბეისბოლისტს ფოტოზე ხელი მოუწერა,” – აღნიშნავს ფოტოს აღწერაში ალექსი.

როდრიგესს მაშინ ალბათ ვერც კი წარმოედგინა, რომ წლების შემდეგ საყვარელი მომღერალი მისი შეყვარებული გახდებოდა.

აღსანიშნავია, რომ თავად ლოპესი სიურპრიზით გაოგნებული დარჩა და თავის რჩეულს ხუმრობით დაუკომენტარა: ,,სხვენში იპოვე?”.

 

View this post on Instagram

 

Always such a fun night w my number 1 ♥️ @arod @balmain

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

საიტერესოა, რომ ალექსი და ჯენიფერი ერთმანეთს ამ უკანასკნელის ყოფილმა მეუღლემ, მარკ ენტონიმ გააცნო, მაგრამ წყვილს შორის რომანი გასული წლის გაზაფხულზე გაჩაღდა. ვარსკვლავების თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან, როდის სთხოვს სპორტსმენი შემსრულებელს ხელს, თუმცა ისინი ქორწინებას არ ჩქარობენ და ერთად ყოფნით ტკბებიან.