ბავშვმა დედის iPhone 47 წლით დაბლოკა

ბავშვმა დედის iPhone 47 წლით დაბლოკა
Hi Tech /საინტერესო / მარტი 7, 2018

სისტემა iOS-ს აქვს უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც პაროლის შეცდომის შეყვანის შემთხვევაში ტელეფონს ჯერ რამდენიმე წამით და შემდეგ წუთით ბლოკავს. აღნიშნული ფაქტი კი საკმაოდ უცნაური შემთხვევის საფუძველი გახდა.

ჩინეთის მოქალაქემ ბავშვი სახლში დატოვა და თავისი iPhone დაუტოვა, რათა მას საგანმანათლებლო ვიდეოები ენახა, თუმცა როდესაც დაბრუნდა, დაინახა, რომ მისი სმარტფონი 25 მილიონი წუთით იყო დაბლოკილი, რაც საშუალოდ 47 წელს უდრის. როგორც ჩანს, ბავშვს, რომელმაც არ იცოდა პაროლი, არასწორი კომბინაციები შეჰყავდა, რამაც ამ შედეგამდე მიიყვანა.

ქალბატონმა დახმარებისთვის Apple Store-ს მიმართა, სადაც მას 47 წელი მოცდა ან სისტემის სრული განახლება შესთავაზეს. „მე ვერ მოვიცდი 47 წელი და შემდეგ შვილიშვილს ვერ ვეტყვი, რომ ეს ყველაფერი მამამისის ბრალი იყო“, – იხუმრა ქალბატონმა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი უსაფრთხოების სისტემა ანდროიდსაც აქვს.

საკვანძო სიტყვები