ბარბრა სტრეიზანდმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ვიდეო წარმოადგინა – Don’t Lie to Me

ბარბრა სტრეიზანდმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ვიდეო წარმოადგინა – Don’t Lie to Me
შოუბიზნესი / ოქტომბერი 10, 2018

ბარბრა სტრეიზანდმა სიმღერაზე Don’t Lie to Me კლიპი გამოაქვეყნა. ახალი ვიდეოთი 76 წლის ვარსკვლავმა კიდევ უფრო ღიად გამოხატა პროტესტი დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ვიდეოს ავტორი და რეჟისორი თავად ლეგენდარული მუსიკოსია.

ვიდეოში, ბარბრა ამერიკის ამჟამინდელ მდგომარეობას აღწერს.

შეგახსენებთ, რომ კომპოზიცია, ლიდ სინგლია სტრეიზანდის 36-ე სტუდიური ალბომიდან Walls, რომლის რელიზი 2 ნოემბერს შედგება.