ბარბრა სტრეიზანდმა დონალდ ტრამპი გადისა (ვიდეო)

ბარბრა სტრეიზანდმა დონალდ ტრამპი გადისა (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 28, 2018

ივნისში, ბარბრა სტრეიზანდმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალბომზე სახელწოდებით Walls მუშაობს, უკვე დღეს კი ქსელში დისკიდან სიმღერის Don’t Lie to Me მოსმენა გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში გაჟღერებული მინიშნებებით მარტივი გამოსაცნობია, რომ ბარბრა ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს დისავს.

,,როგორ გძინავს?”, ,,ხედავ, ჩვენ ვტირით?”, ,,სად არის ახალი ჰორიზონტი?” – მღერის ბარბრა.

Walls, რომელშიც ლეგენდარული ვარსკვლავის ორიგინალური სიმღერები შევა, 2 ნოემბერს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ 76 წლის არტისტი ერთ-ერთია იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის პოლიტიკას პროტესტს უცხადებენ.