ბარბი ,,ივ სენ ლორანის” საკულტო ლუქებში (ფოტო)

ბარბი ,,ივ სენ ლორანის” საკულტო ლუქებში (ფოტო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

,,ივ სენ ლორანმა” ბარბის  მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Mattel-თან თანამშრომლობით, მოდური თოჯინის უნიკალური კოლექცია შექმნა. ლიმიტირებულ სერიაში 3 თოჯინაა, რომელთაც ფრანგული მოდის სახლის საკულტო ლუქები მოარგეს.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ბარბის ფრანგი მოდელიორის 1965 წელს შექმნილი კაბის ანალოგი აცვია, რომელიც ჰოლანდიელი აბსტრაქციონისტის, პიტ მონდრიანის შემოქმედების გავლენაა.

აღსანიშნავია, რომ თითო თოჯინის ფასი 150 დოლარია.

საკვანძო სიტყვები