„ბანქოს სახლის“ საფინალო სეზონის პირველი კადრები გამოქვეყნდა (ფოტო)

„ბანქოს სახლის“ საფინალო სეზონის პირველი კადრები გამოქვეყნდა (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 11, 2018

ინტერნეტში სერიალ „ბანქოს სახლის“ საფინალო სეზონის პირველი კადრები გამოჩნდა.

მთავარ როლს ამჯერად რობინ რაიტი ასრულებს, რომელიც სერიალში კლერ ანდერვუდს განასახიერებს. სიუჟეტის თანახმად, სწორედ კლერი ჩაუდგება ამერიკას სათავეში თავისი მეუღლის შემდეგ. რა ბედი ეწევა კევინ სპეისი პერსონაჟს, უცნობია.

ახალი კადრებით თუ ვიმსჯელებთ, სერიალი ინარჩუნებს ჩვეულ სტილს, ამიტომ ახალი სეზონი სავსე იქნება მოულოდნელობებითა და ამოცანებით.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ, სპეისი რამდენიმე მსახიობმა ასევე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მან არატრადიციული ორიენტაცია აღიარა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სპეისი სერიალის ასისტენტებს წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა, რის შემდეგაც ის პროექტიდან დაითხოვეს.

პოპულარული სიახლეები