„ბანქოს სახლის“ ახალ სეზონში რობინ რაიტი პრეზიდენტის სავარძელში ზის (ფოტო)

„ბანქოს სახლის“ ახალ სეზონში რობინ რაიტი პრეზიდენტის სავარძელში ზის (ფოტო)
შოუბიზნესი / ივლისი 6, 2018

სერიალ „ბანქოს სახლის“ საფინალო თიზერში, რომელიც „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა, რობინ რაიტი პრეზიდენტის სავარძელში ზის.

ცვლილება სერიალიდან კევინ სპეისის წასვლას უკავშირდება, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის როლს ასრულებდა და რომელიც პროექტიდან სექსუალური შევიწროების შესახებ მთელი რიგი ბრალდებების შემდეგ დაითხოვეს, რაიტი კი პირველ ლედის განასახიერებდა.

„ბანქოს სახლის“ ახალი სეზონი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა.


;