ბალიში, რომელიც პატარების გარშემო ჰაერს გაფილტრავს

ბალიში, რომელიც პატარების გარშემო ჰაერს გაფილტრავს
Hi Tech / დეკემბერი 7, 2017

ბევრ დიდ ქალაქში სუფთა ჰაერის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ამ პირობებში კი, ჩვილების იმუნიტეტს არ შესწევს ძალა, დაბინძურებას ებრძოლოს. ამ პრობლემის გადასაწყვეტად კომპანიამ Brizi სიახლე შექმნა – ეს არის ბალიში, რომელიც პატარას გარშემო ჰაერს გაწმენდს. იმ შემთხვევაში კი თუ ბავშვი უკვე სუფთა ჰაერზე იმყოფება, ბალიში გამორთულ რეჟიმშია და შესაბამისად, იზოგება მისი ენერგიაც.

საკმარისია ბავშვი მასზე დასვათ და ის გარემოს გაფილტვრას იწყებს. გარდა ჰაერის გაწმენდისა, Brizi გარშემო არსებულ ყველაზე სუფთა ადგილებსაც ავლენს და პატარას გასეირნებას სწორედ იმ მიმართულებით გთავაზობთ.

საკვანძო სიტყვები