ბალიში, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნავს

ბალიში, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნავს
Hi Tech / იანვარი 10, 2018

CES 2018-ოს გამოფენამ, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიხსნა, უამრავი ცნობილი ტექნიკური სიახლე წარმოაჩინა. მათ შორის არის უსაფრთხოების ბალიში, რომელიც ერთი შეხედვით ავტომობილის დამცავ ბალიშს მოგაგონებთ.

სიახლე კომპანია Helite-მა წარმოადგინა და მისი მიზანია, ადამიანები ექსტრემალური სპორტის დროს დაიცვას. შეჯახების შედეგად ის მაქსიმალურად აგარიდებთ ტრავმას, განსაკუთრებით კი წელისა და თეძოს არეში.

დამცავი ბალიში 790 დოლარი ეღირება, დამატებით მისი დამტენის შეძენა კი 50 დოლარი დაგიჯდებათ.

საკვანძო სიტყვები