BAFTA TV Awards-ის ნომინანტები გამოვლინდა

BAFTA TV Awards-ის ნომინანტები გამოვლინდა
შოუბიზნესი / აპრილი 5, 2018

ბრიტანულმა კინოსა და სატელევიზიო აკადემიამ ყოველწლიური პრემია BAFTA TV Awards-ის ნომინანტები გამოავლინა. ყველაზე მეტი ნომინაცია სერიალმა „გვირგვინმა“ მოიპოვა, რომელიც მე-20 საუკუნის ბრიტანულ ოჯახებზე მოგვითხრობს და რომელიც Netflix-ის ეთერში 2016 წლიდან გადის.

„საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ წოდებისთვის შონ ბინი იბრძოლებს, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სერიალში „გატეხილი, მასთან ერთად კი ამ კატეგორიაში წარდგენილები არიან: ჯო კოული“ („შავი სარკე“), ჯეკ როუზენი („მოსაკლავად დაბადებული“) და მსახიობი ტიმ პიგოტ-სმიტი სერიალით „მეფე კარლ მე-3“. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკენლი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ წარდგენილია კლერ ფოი, რომელიც სერიალში „გვირგვინი“ ელიზაბეტ მეორის როლს ასრულებს, ასევე მოლი უინძორი („სამი გოგონა“), შინელ კინანი („ბიჭუნა ლურჯ მაისურში“) და ტენდი ნიუტონი („მოვალეობის შესასრულებლად“).

კატეგორიაში „საუკეთესო საერთაშორისო პროექტი“ წარდგენილია: „დიდი პატარა ტყუილები“, „მხევლის წიგნი“, „მტრობა: ბრედი და ჯოანი“ და „ვიეტნამი“.

საკვანძო სიტყვები