BAFTA 2017-ის სატელევიზიო გამარჯვებულები: სრული სია

BAFTA 2017-ის სატელევიზიო გამარჯვებულები: სრული სია
შოუბიზნესი / მაისი 15, 2017

ლონდონში ყოველწლიური ცერემონია BAFTA გაიმართა, სადაც ბრიტანული სატელევიზიო ვარსკვლავები გამოვლინდნენ.

ყველაზე მეტი რაოდენობის, ხუთ ჯილდოზე Netflix-ის სერიალი, „გვირგვინი“ იყო წარდგენილი, თუმცა მან ვერცერთის ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო.

„ბი ბი სის“ სერიალი „ბედნიერი ველი“ საღამოს გამარჯვებული გახდა. მან ორი ჯილდო – „საუკეთესო დრამა“ და „საუკეთესო მსახიობი ქალი“ (სარა ლანკაშირი) მოიპოვა.

„საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ ადილ აჰტარი („მამაჩემის მიერ მოკლული“) გახდა, რომელმაც ამ კატეგორიაში ბენედიქტ კამბერბეტჩი დაამარცხა.

საერთაშორისო ნომინაციაში სერიალმა „ამერიკული დანაშაულებების ისტორია: ხალხი ო ჯეი სიმპსონის წინააღმდეგ“ გაიმარჯვა.

„საუკეთესო მინი-სერიალი“ კი „ერის საგანძური“ გახდა.

„საუკეთესო კომედიად“ კი „ხალხი არაფერს აკეთებს“ დასახელდა.

საკვანძო სიტყვები