ავსტრალიელმა ქალმა 70 კილოგრამი სუპერგმირის კოსტიუმის გამო დაიკლო (ფოტო)

ავსტრალიელმა ქალმა 70 კილოგრამი სუპერგმირის კოსტიუმის გამო დაიკლო (ფოტო)
საინტერესო / სექტემბერი 26, 2016

ავსტრალიელმა ქალბატონი 70 კილოგრამი მას შემდეგ დაიკლო, რაც საკუთარი თავი სუპერგმირის კოსტიუმში დაინახა.

37 წლის კეისი გემელს ყოველთვის უყვარდა კომიქსები. თავისი ერთ-ერთი შვილის დაბადების დღეზე, 5XL ზომის კოსტიუმის მორგების შემდეგ, როდესაც საკუთარი თავი მან ზომაში შემცირებულ ფოტოზე ნახა, მიხვდა, რომ გახდომის დრო იყო. მაშინ ის უკვე 159 კილოგრამს იწონიდა. „ვიცოდი, რომ ორსულობის შემდეგ რამდენიმე კილოგრამი მომატებული მქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე ცუდად იყო“, – აცხადებდა გემელი.

სწრაფი კვება მან ჯანსაღი და დაბალნსებული რაციონით ჩაანაცვლა და დაკავდა ფიტნესით. შედეგად ის 88 კილოგრამამდე გახდა. ამჟამად კი ჩამოკიდებული კანის ოპერაციის გაკეთებას გეგმავს.

untitled