ავრილ ლავინმა ახალი სინგლის გამოსვლა დაანონსა

ავრილ ლავინმა ახალი სინგლის გამოსვლა დაანონსა
შოუბიზნესი / სექტემბერი 18, 2018

5 წლიანი პაუზის შემდეგ, ავრილ ლავინი ახალ სინგლს Head Above Water გამოუშვებს.

ამის შესახებ კანადელმა ვარსკვლავმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომელიც მომღერალმა თაყვანისმცემლებს მიუძღვნა.

სიახლე, რომელიც დღის სინათლეს 19 სექტემბერს იხილავს, 33 წლის მუსიკოსის ახალ სტუდიურ ალბომში შევა, რომლის პრემიერაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

შეგახსენებთ, 2015 წელს ავრილს “ლაიმის” დაავადება დაუდგინეს, ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად კი, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საკვანძო სიტყვები