ავრილ ლავინი ახალ ბოიფრენდთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

ავრილ ლავინი ახალ ბოიფრენდთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა
შოუბიზნესი / აგვისტო 10, 2017

პირველად მას შემდეგ, რაც პრესაში გავრცელდა ხმების იმის თაობაზე, თითქოს ავრილ ლავინი რეალურად მკვდარია და მის მაგივრად მისი ორეული ჩნდება ხოლმე, მომღერალი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.

ლავინი მუსიკოს ჯეი როტემთან ერთად დასავლეთ ჰოლივუდში გადაიღეს. წყვილი ღამის კლუბიდან ერთად გამოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

პაპარაცების დანახვის შემდეგ, ავრილი შეეცადა, კადრში რაც შეიძლება ნაკლებად მოხვედრილიყო, შესაბამისად ის მალევე მოეფარა ობიექტივს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი და ჯგუფ Nickelback-ის სოლისტი, ჩედ კრიუგერი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდნენ.

საკვანძო სიტყვები