ავიჩის ოჯახის წევრებმა პირველი კომეტარი გააკეთეს

ავიჩის ოჯახის წევრებმა პირველი კომეტარი გააკეთეს
შოუბიზნესი / აპრილი 24, 2018

შვედი დიჯეი ავიჩის, იგივე ტიმ ბერლინგის გარდაცვალების შემდეგ, მუსიკოსის ოჯახმა პირველი კომენტარი გააკეთა:

მადლობა ყველას, ვისაც ტიმის მუსიკა უყვარდა. მადლობა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ყველა აქციასა და შეკრების გამო, ეკლესიის ზარებზე, რომლითაც მისი მუსიკა გაჟღერდა, ფესტივალ „კოაჩელაზე“ მისი ხსოვნის აღნიშვნისა და წუთიერი დუმილის გამო“, – ნათქვამია ოჯახის წერილში.

ასევე მადლობას გიხდით ამ რთულ დროს ჩვენი პირადი სივრცის პატივისცემის გამო. გვსურს, რომ ეს ასე გაგრძელდეს“, – ითხოვეს ავიჩის ნათესავებმა. სიკვდილის მიზეზებზე მათ კომენტარი კვლავ არ გაუკეთებიათ.

საკვანძო სიტყვები