არიანა გრანდემ ყოფილ შეყვარებულებს სიმღერა მიუძღვნა

არიანა გრანდემ ყოფილ შეყვარებულებს სიმღერა მიუძღვნა
შოუბიზნესი / ნოემბერი 6, 2018

არიანა გრანდემ, ყველასთვის მოულოდნელად, ახალი სინგლი გამოუშვა. Thank You, Next ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ამერიკელი მომღერლის ამავე სახელწოდების მე-5 სტუდიურ ალბომში შევა. დისკი დღის სინათლეს მიმდინარე წლის ბოლომდე იხილავს.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის ტექსტში მრავლად არის მინიშნება, რითაც ცნობილი ხდება, რომ 25 წლის ვარსკვლავი ყოფილ შეყვარებულებს, ბიგ შონს, რიკი ალვარესს, პიტ დევიდსონსა და მაკ მილერს უმღერის.

საინტერესოა, რომ გრანდე განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ორ უკანასკნელს უთმობს, დევიდსონს მადლობას უხდის, მილერს კი ანგელოზად მოიხსენიებს და წუხს, რომ მისთვის მადლობის გადახდა არ დასცალდა.

 

View this post on Instagram

 

🖤….. thank u ….. ✍🏼

A post shared by Ariana Grande (@arianagrande) on

შეგახსენებთ, რომ მაკ მილერი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს 26 წლის ასაკში ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ახალგაზრდა რეპერის სხეულში ფენტალინი, კოკაინი და ალკოჰოლი აღმოაჩინეს.