არიანა გრანდე ,,წლის ქალად” დასახელდა

არიანა გრანდე ,,წლის ქალად” დასახელდა
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

6 დეკემბერს, ნიუ-იორკი, ,,ბილბორდის” ყოველწლიურ ღონისძიებას ,,ქალები მუსიკაში” უმასპინძლებს. წვეულება, რომელიც დაჯილდოების ხასიათს ატარებს წელს მეცამეტედ გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ საღამოს მთავარ ჯილდოს არიანა გრანდე მიიღებს. ამერიკელი მომღერალი გავლენიანმა გამოცემამ ,,წლის ქალად” დაასახელა. ამ წოდებით 25 წლის ვარსკვლავი ისეთ შემსრულებელთა სიაში შევა, როგორებიც: სიარა, ბიონსე, ფერგი, ტეილორ სვიფტი, კეტი პერი, პინკი, ლედი გაგა, მადონა და სელენა გომესი   არიან.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ამავე ცერემონიალზე არიანას ,,ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდო გადაეცა.