არასოდეს დანებდე: Coldplay-მ ემოციური კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

არასოდეს დანებდე: Coldplay-მ ემოციური კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

14 ივლისს Coldplay-ს მინი-ალბომი გამოვიდა, რომელსაც თაყვანისმცემლები უკვე რამდენიმე თვეა ელოდებოდნენ. ამჯერად კი, ჯგუფმა სიმღერაზე „Miracles (Someone Special)“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა, რომლის ჩაწერაშიც რეპერი ბიგ შონიც მონაწილეობდა.

სიმღერა იმის შესახებ არის, რომ ცხოვრებაში არასოდეს უნდა დანებდე, რადგან გამოსავალი მუდამ არსებობს. ამის დამადასტურებლად კი კრის მარტინი რამდენიმე ცნობილ სახელსაც ასახელებს, მათ შორის არიან – მოჰამედ ალი, მაჰათმა განდი, ჟანა დარკი და ა.შ.

ვიდეო ვინტაჟურ სტილშია გადაღებული და საკმაოდ ემოციურიც არის: მასში სხვადასხვა რასისა და ეროვნების, სოციალური სტატუსისა და სარწმუნოების ადამიანების პორტრეტებია ნაჩვენები და აღნიშნულია, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულია.

საკვანძო სიტყვები