„არ შემაწუხოთ“ – „ფეისბუქის“ ნოტიფიკაციებს ერთი ღილაკით გამორთავთ

„არ შემაწუხოთ“  – „ფეისბუქის“ ნოტიფიკაციებს ერთი ღილაკით გამორთავთ
Hi Tech / ივლისი 4, 2018

სულ მალე, „ფეისბუქში“ყველა ნოტიფიკაციის ერთი ღილაკით გამორთვის შესაძლებლობა გაჩნდება. საუბარია ფუნქციაზე „არ შემაწუხოთ“.

ამ ეტაპზე სიახლე ტესტირების რეჟიმს გადის, ხოლო მისი ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელი გახდება დროებით ნებისმიერ ნოტიფიკაციაზე უარი თქვათ. მომხმარებელს ტაიმერის დაყენების საშუალებაც მიეცემა, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, ნოტიფიკაციები ხელმისაწვდომი გახდება.

„არ შემაწუხოთ“ – კომპანიის ახალი კურსის ფარგლებში ამოქმედდება, რომელიც მომხმარებლის „ციფრულ ჯანმრთელობაზე“ იზრუნებს – „ფეისბუქი“ გააკონტროლებს, რამდენ დროს ატარებთ სოციალურ ქსელში, ხოლო ინტერნეტ-დამოკიდებულების შესახებ, ის შესაბამის გაფრთხილებას მოგცემთ.