არ გამოიყენოთ უფასო Wi-Fi – ექსპერტები გირჩევენ

არ გამოიყენოთ უფასო Wi-Fi – ექსპერტები გირჩევენ
საინტერესო / ოქტომბერი 5, 2017

უფასო Wi-Fi უკვე დიდი ხანია, დასვენების ადგილის არჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია: ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს იქ, სადაც მუდმივად ონლაინ ყოფნას შევძლებთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ინტერნეტში ფულს არ ვიხდით. თუმცა ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ მომსახურებისთვის გადახდა მაინც მოგიწევთ.

დიდ და პოპულარულ ქალაქებში უფასო Wi-Fi ყველგან არის, საკმარისია გაიაროთ პარკში ან ჩახვიდეთ მეტროში. კომპანია Symantic-ის კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მომხმარებელთა 25% უფასო Wi-Fi-ს ინტერნეტ-ბანკინგისთვისაც კი იყენებს, რაც კიბერდამნაშავეებისთვის თქვენი დაზარალების  შანსებს ზრდის. ერთი არასწორი დაწკაპუნება და თქვენი მონაცემები მონიტორს მიღმა ჩასაფრებულ ჭკვიან ადამიანებთან მიდის.

Symantic-ის ექსპერტებმა საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაც გამოაქვეყნეს: ყოველ თვე ჰაკერები 350-500 მილიონ დოლარს მარტო უფასო Wi-Fi-ის საშუალებით გამოიმუშავებენ. მათი რჩევით, სერიოზული საქმისთვის მაინც, გამოიყენეთ მობილურის ინტერნეტი, რადგან ეკონომია შესაძლოა გაცილებით ძვირი დაგიჯდეთ.

საკვანძო სიტყვები

მსგავსი სიახლეები