Apple საერთო App Store-ის ჩაშვებას გეგმავს

Apple საერთო App Store-ის ჩაშვებას გეგმავს
Hi Tech / დეკემბერი 22, 2017

Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც სმარტფონებზე, პლანშეტებსა და კომპიუტერებზე თანაბრად იმუშავებს. კომპანიის ჩანაფიქრით, ეს ინიციატივა კომპიუტერებსა და გაჯეტებს შორის „ურთიერთობას გააიოლებს“.

აღნიშნული გადაწყვეტილება Apple-ის წარმომადგენლებმა  მას შემდეგ მიიღეს, რაც iMac-ის მომხმარებლები ახალი აპლიკაციების არქონის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. აღნიშნული სიახლე კი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მოწყობილობებზე დარეგისტრირებულ ადამიანებს Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობაში ერთი და იგივე ID და პაროლი ექნებათ.

საერთო App Store-ის ჩაშვება 2018 წლის შემოდგომიდან იგეგმება.

 

საკვანძო სიტყვები