Apple მოხრილ iPhone-ს გამოუშვებს

Apple  მოხრილ iPhone-ს გამოუშვებს
Hi Tech / ოქტომბერი 13, 2017

კომპანია Apple-მა მოხრილ iPhone-ზე მუშაობა დაიწყო. როგორც გამოცემა The Investor წერს, სიახლე LG-სთან კოლაბორაციას წარმოადგენს. ცნობილი ხდება, რომ ამ უკანასკნელმა ინჟინერების ცალკე ჯგუფი უკვე შექმნა, რომლებიც iPhone-სთვის აღნიშნულ სიახლეზე იმუშავებენ.

ინფორმაცია პირველად 2016 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ანონიმი წყაროს ცნობით, სიახლე iPhone 2020 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამ მომენტისთვის, iPhone X-ის OLED-პანელს კომპანია Samsung  ქმნის. ამასთან ერთად, კორეული მწარმოებელი საკუთარი საკეცი Galaxy X-ის გამოსაშვებადაც ემზადება.

საკვანძო სიტყვები

მსგავსი სიახლეები