Apple-მა წითელი ფერის iPhone კვლავ გამოუშვა

Apple-მა წითელი ფერის iPhone კვლავ გამოუშვა
Hi Tech / აპრილი 11, 2018

კორპორაციამ Apple წითელი ფერის iPhone 8 გამოუშვა. სმარტფონის ეს ვერსია საქველმოქმედო კამპანია RED-ის ფარგლებში შეიქმნა, შესაბამისად, გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი შიდსთან ბრძოლის გლობალურ ფონდში გადაირიცხება.

წითელი iPhone 8 და 8 Plus მხოლოდ 64 და 256 გიგაბაიტიან მოცულობით იქნება ხელმისაწვდომი. iPhone X ამ ფერის კორპუსში არ გამოვა.

სმარტფონის გაყიდვები 13 აპრილიდან დაიწყება და 700 დოლარი ეღირება.

საკვანძო სიტყვები