Apple-მა Wallet-ში უკონტაქტო ID ბარათის მხარდაჭერის ფუნქცია დაამატა

Apple-მა Wallet-ში უკონტაქტო ID ბარათის მხარდაჭერის ფუნქცია დაამატა
Hi Tech / ოქტომბერი 3, 2018

Apple-მა Wallet-ში უკონტაქტო ID ბარათის მხარდაჭერის ფუნქცია დაამატა.

უკონტაქტო ID ბარათის მხარდაჭერის ფუნქცია ნიშნავს, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შესასვლელად ბარათის ძებნა აღარ მოუწევთ. მისი გამოყენება კი უნივერსიტეტის სპორტულ ცენტრსა და ბიბლიოთეკაშიც შესაძლებელია.

ფუნქციის ასამოქმედებლად სტუდენტებმა ID ბარათი iPhone-ის ან Apple Watch-ის Wallet-ში უნდა დაამატონ.

ახალი მეთოდით სარგებლობისთვის სტუდენტს სმარტფონზე iOS 12 უნდა ჰქონდეს მომართული.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის 3 უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი სერვისით უკვე სარგებლობენ.

საკვანძო სიტყვები