Apple-მა აღიარა, რომ ძველი iPhone-ების მუშაობას შეგნებულად ანელებს

Apple-მა აღიარა, რომ ძველი iPhone-ების მუშაობას შეგნებულად ანელებს
Hi Tech / დეკემბერი 21, 2017

კომპანია Apple-მა აღიარა, რომ ძველ iPhone-ებს შეგნებულად ანელებს. აღნიშნული ინფორმაცია მობილურების მწარმოებელმა ამერიკულმა კორპორაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა და როგორც ჩანს, ის სიმართლეს შეესაბამება.

როგორც Apple-ის თანამშრომლებმა განმარტეს, აღნიშნულ ხერხს აკუმულატორების მოქმედების გასახანგრძლივებლად მიმართავდნენ. მათივე თქმით, ცვლილება მომხმარებლებისთვის თითქმის უმნიშვნელოა, თუმცა ის ბევრ ტექნიკურ პრობლემას წყვეტს.

Apple-ში ისიც განაცხადეს, რომ  iOS 11.2-ის განახლების მომენტიდან, იგივე ფუნქცია  iPhone 7-საც შეეხება.

საკვანძო სიტყვები