Apple-ის უსადენო ყურსასმენები მუშაობის დროს აფეთქდა

Apple-ის უსადენო ყურსასმენები მუშაობის დროს აფეთქდა
Hi Tech / თებერვალი 9, 2018

ამერიკის მოქალაქემ, ჯეისონ კოლონმა განაცხადა, რომ მისი ყურსასმენი AirPods ვარჯიშის დროს აფეთქდა.

კოლონი სპორტ-დარბაზში იყო, როდესაც მოულოდნელად მარჯვენა მოწყობილობამ ბოლო გაუშვა. როდესაც მან ყურსასმენი გამოიღო და გვერდზე დადო, ის მოულოდნელად აფეთქდა.

ეს Apple AirPods-ის აფეთქების პირველი შემთხვევაა. კომპანიაში კი განაცხადეს, რომ აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები