Apple-ის ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი აუქციონზე 375 ათას დოლარად გაიყიდა

Apple-ის ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი აუქციონზე 375 ათას დოლარად გაიყიდა
Hi Tech / სექტემბერი 26, 2018

1976 წელს გამოშვებული Apple I მოდელის ერთ-ერთი კომპიუტერი აუქციონზე 375 ათას დოლარად გაიყიდა, ამის შესახებ MarketWatch წერს.

აღსანიშნავია, რომ პირველი 200 კომპიუტერი Apple I-ის მოდელის ქვეშ სტივ ჯობსმა და სტივ უოზნიაკმა Apple Computer-ის პერიოდში შექმნეს.

გაყიდული ლოტი, ერთ-ერთია იმ 16 პერსონალურ კომპიუტერს შორის, რომლებიც დღემდე მუშაობს.

2014 წელს, Christie’s–ის აუქციონზე, Apple I სერიის კიდევ ერთი ნიმუში გაიყიდა.  ლოტი მაშინ 365 ათას დოლარად შეაფასეს.