Apple ახალ ,,ემოჯის’’ ამატებს

Apple ახალ ,,ემოჯის’’ ამატებს
Hi Tech / ოქტომბერი 4, 2018

Apple 70-ზე მეტ ახალ ,,ემოჯის’’ ამატებს, რომლითაც iPhone-ის, iPad-ის, Apple Watch-ისა და Mac-ის მომხმარებლები უახლოეს პერიოდში ისარგებლებენ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ,,ემოჯის’’ ახალი პერსონაჟები განსხვავებული თმის ფერებით, მელოტებისთვის განკუთვნილი სპეციალური სიმბოლოები, უფრო მეტად ემოციური სახეები,  ახალი სპორტული აქტივობები, ცხოველები და საკვები ემატება.

Animated image of new emoji scrolling up and down.

 

ამ დროისთვის, ახალი ემოჯები ხელმისაწვდომი iOS 12.1-ისთვის არის, თუმცა სიახლეს სულ მალე  iOS-ს, macOS-სა და watchOS-საც შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ Emoji მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სიმბოლოთა ნაკრებია, რომელსაც ყოველდღიურად მიმოწერისას  ვიყენებთ.

 

საკვანძო სიტყვები