ანჯელინა საერთაშორისო სექს-სკანდალში გაეხვა

ანჯელინა საერთაშორისო სექს-სკანდალში გაეხვა
შოუბიზნესი / მარტი 6, 2018

უკვე 20 წელია, რაც ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩია. ის რეგულარულად მოგზაურობს მთელს მსოფლიოში ჰუმანიტარული მისიით. ამჯერად, 42 წლის ვარსკვლავი საერთაშორისო სექს-სკანდალში გაეხვა!

გაეროს მთავარმა კომისარმა დევნილების საკითხში აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე პუნქტებიდან რამდენიმე ათეული საჩივარი მიიღო სექსუალური ძალადობის შესახებ. სწორედ ჯოლის პასუხისმგებლობაში შედის აღნიშნული პუნქტები.

საჩივრების ნაწილი დაზარალებულ არასრულწლოვანებს შეეხება. უახლოეს მომავალში სხდომის გამართვა იგეგმება, სადაც მომხდარი დეტალურად იქნება განხილული.