ანჯელინა ჯოლის სენსაციურ ნათქვამს მთელი ამერიკა განიხილავს

ანჯელინა ჯოლის სენსაციურ ნათქვამს მთელი ამერიკა განიხილავს
შოუბიზნესი / მარტი 13, 2018

თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში 42 წლის ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ ცდილობს, არასოდეს მარტო არ დარჩეს. მისი თქმით, ბანაობის დროსაც კი, აბაზანაში მისი ერთ-ერთი შვილი ყოველთვის მასთან იმყოფება. ვარსკვლავის აღიარებით, სწორედ ამ გზით იცილებს ის თავიდან სიცარიელეს:

მე იმ დედების რიცხვს განვეკუთვნები, რომელიც ყოველთვის თავისი შვილებით არის დაკავებული. აბაზანასაც კი მათი თანდასწრებით ვიღებ. მინდა, ისინი ემპათიას მივაჩვიო და ჩემი მაგალითით ვუჩვენო, რომ სხვა ადამიანებზე ზრუნვა აუცილებელია და არ შეიძლება ეგოისტობა“.

სადავო განცხადებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მათ მომენტალურად გააკრიტიკეს ჯოლის აზღრდის უცნაური მეთოდები. მათი აზრით, ანჯელინას არ აქვს ფსიქოლოგიური საზღვარი ბავშვებთან, რაც მათ ფსიქიკაზე მომავალში ნეგატიურად აისახება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ჯოლი ბრედ პიტთან განქორწინების პროცესში იმყოფება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ მომენტისთვის ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობენ.

საკვანძო სიტყვები