ანჯელინა ჯოლის და შონ პენს რომანი აქვთ

ანჯელინა ჯოლის და შონ პენს რომანი აქვთ
შოუბიზნესი / მარტი 5, 2018

სანამ სრულიად საზოგადოება ჯენიფერ ენისტონისა და ბრედ პიტის შერიგებაზე საუბრობს, ანჯელინა ჯოლის პირადი ცხოვრებაც სიახლეებით ივსება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მასა და პიტის საუკეთესო მეგობარს, შონ პენს შორის რომანია.

როგორც ცნობილი ხდება, შონმა ჯოლი სადილზე დაპატიჟა, რის შემდეგაც ისინი რამდენიმე დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინას წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ის არ არის მზად რომანტიკული ურთიერთობებისთვის, თუმცა არ უარყოფენ, რომ შონ პენის მის მოხიბვლას ცდილობს.

 „შონი მისით აღფრთოვანებულია. ის ყოველთვის თვლიდა, რომ ანჯელინა არამარტო ლამაზი და ნიჭიერი, არამედ ჭკვიანი და კეთილი ქალიც არის“, – აცხადებენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ პენმა და ჯოლიმ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს, როდესაც ბრედი ფილმში „სიცოცხლის ხე“ მონაწილეობდა.