ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის გაჭიანურებული განქორწინება

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის გაჭიანურებული განქორწინება
შოუბიზნესი / აგვისტო 20, 2018

როდესაც 2016 წლის სექტემბერში ანჯელინა ჯოლიმ ყველასთან მოულოდნელად მოითხოვა ბრედ პიტთან განქორწინება, მსოფლიო საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ არასასიამოვნო პროცესი სწრფადა დასრულდებოდა, თუმცა ორი წლის მანძილზე გაჭიმული დავა, როგორც ჩანს კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ინფორმაცია ყოფილი მეუღლეების კონფლიქტზე, რომლებიც ვერაფრით იყოფენ ფინანსებს და შვილებზე მეურვეობას, პრაქტიკულად ყოველდღე ვრცელდება, „ბრედი და ანჯელინა დიდხანს ვერ მოაგვარებენ პრობლემას, რადგან ისე არიან გატაცებული მეურვეობის საკითხებით, რომ ფინანსური დოკუმენტები არც ახსენდებათ. არადა, მეტწილად სწორედ ფინანსური დოკუმენტების გაცვლა წარმოადგენს განქორწინების პირველ ეტაპს“, – განაცხადა E! News-ის ინფორმატორმა და დაამატა, რომ მართალია ყოფილ მეუღლეებს გულწრფელად სურთ განქორწინების პროცესის სწრაფად დასრულება, მაგრამ ვერაფრით იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

საკვანძო სიტყვები