ანჯელინა ჯოლიმ ქალიშვილების აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა

ანჯელინა ჯოლიმ ქალიშვილების აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა
შოუბიზნესი / თებერვალი 9, 2018

ანჯელინა ჯოლი ჟურნალ Elle-ის მარტის თვის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ფოტოსესიის გარდა, გამოქვეყნდა ჯოლის ინტერვიუც, სადაც ჯოლი სხვადასხვა თემას შეეხო, მათ შორის შვილების აღზრდის საკითხს:

„ჩემს გოგონებს ყოველთვის ვეუბნები, რომ უნდა გაიაზრონ, ვინ არიან და რისთვის იბრძვიან. მე მათ ვეუბნები, რომ იბრძოლონ სხვებისთვის, რათა მათ თავისუფლება აჩუქონ“.

ანჯელინა დევნილების პრობლემასაც შეეხო:

„ამ თემისადმი ახალგაზრდობაში აბსოლუტურად აპათიურად ვიყავი განწყობილი. ადამიანის უფლებებით და დევნილებთან შეხვედრებით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ამისი სურვილი გამიჩნდა. აუცილებელია, ყოველთვის პრობლემის ძირში ჩაიხედო. მე მინახავ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა სადამსჯელო შედეგი ამ საქმეებს არ მოჰყოლია, ამიტომ დავიწყე კანონისა წარმომადგენლებთან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკება“.

საკვანძო სიტყვები